ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები მიმდინარეობს

8 დეკემბერი 2018

1-დან 23 დეკემბრის ჩათვლით ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების მორიგი, საშემოდგომო ციკლი მიმდინარეობს, რომელზეც ჩაბარების მსურველი ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრიდა.

 

მონაწილეები გამოცდას ელექტრონული პროგრამის მეშვეობით აბარებენ და ტესტირების შედეგს მომენტალურად იგებენ. სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციის საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში ორჯერ ტარდება. გამოცდის ჩაბარება პროფესიაში შესვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

2018 წელს ასოციაციის ისტორიაში პირველად ტარდება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის, რისთვისაც შეიქმნა ყველა პირობა, რომ მათ დაუბრკოლებლად შეძლონ საგამოცდო პროცესში მონაწილეობა. ამ მიმართულებით ადვოკატთა ასოციაცია ინოვაციურ სიახლეებს მომავალშიც გეგმავს.

 

ადვოკატთა ასოციაცია წარმატებას უსურვებს ყველა აპლიკანტს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი